eDrone

                                                                         

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო კურსზე - დრონების პრაქტიკული გამოყენების საპილოტე კურსზე.  

კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურს დრონების შესახებ მიიღოს ინფორმაცია. დაინტერესებულია ელექტრონიკითა და ინჟინერიით და ფლობს ინგლისურს B2 დონეზე.

კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: დრონის არქიტექტურა და ავიონიკა, დრონების მიერ მოპოვებული ინფორმაციის მონიტორინგი და დამუშავება, ავიაციის სფეროს რეგულაციები და კანონმდებლობა.

 

კურსს გაუძღვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერები, რომლებმაც გაიარეს გადამზადების კურსები ერასმუს+ ის პროექტის განათლება დრონებისათვის (Educational for Drone) ფარგლებში.

 

კურსის ხარჯებს სრულად ფარავს პროექტი.

 

კურსის დაწყების სავარაუდო თარიღია 15 თებერვალი.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 10 თებერვლისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: edrone@tsu.ge

 

Last modified: Thursday, 30 January 2020, 6:55 PM